ფინურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Orion Pharma-მ რუსეთის ფედერაციაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
ამის შესახებ კომპანიის 2023 წლის პირველი ნახევრის ფინანსურ ანგარიშგებაშია ნათქვამი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანიის საოპერაციო მოგების შემცირება წლიურად 33,5%-ით, 102 მლნ ევრომდე, „განპირობებული იყო რამდენიმე მიზეზით, მათ შორის ერთჯერადი მიზეზით, როგორიცაა რუსეთში ოპერაციების შეწყვეტა“.
Orion Pharma-ს ცნობით, რუსეთიდან გამოსვლამ გამოიწვია მწარმოებლის მოგების შემცირება 2023 წლის იანვარ-ივნისში 25 მილიონი ევროთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
Orion Pharma რუსეთში 15 წელია ფუნქციონირებს.
2022 წლის შემოდგომაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ რუსეთის ოფისის ლიკვიდაცია დაიწყო.
უახლესი
4 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი