საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 22 აგვისტოს 5-წლიანი 90 მლნ ლარის (34.4 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. ამის შესახებ გალტ & თაგარტის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.
ამასთან, მოთხოვნა 1.5-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.067პპ-ით შემცირდა და 8.314% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2023 წლის 5 სექტემბერს, სადაც 6-თვიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 2-წლიანი 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.
უახლესი