საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 16 იანვარს 10-წლიანი 30 მლნ ლარის (11.3 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა.
ამასთან, მოთხოვნა 1.8-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.082პპ-ით შემცირდა და 8.343% შეადგინა.
ასევე, ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 16 იანვარს 1-წლიანი 20 მლნ ლარის (7.5 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა.
ამასთან, მოთხოვნა 3.1-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.158პპ-ით შემცირდა და 8.857% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 23 იანვარს, სადაც 7.5-წლიანი 75 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.
უახლესი