გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ანგარიშის მიხედვით, სურსათზე საერთაშორისო ფასების ინდექსი 2023 წლის ივნისში კვლავ შემცირადა, ძირითად, მარცვლეულსა და მცენარეულ ზეთებზე.
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც ყოველთვიურად სურსათის საერთაშორისო ვაჭრობის ფასებს უწევს მონიტორინგს, მაისთან შედარებით, 1.4 პროცენტით შემცირდა და ივნისში 122.3 ქულა შეადგინა.
ეს მონაცემები 2022 წლის მარტს 23.4 პროცენტით ჩამორჩება. FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა მაისთან შედარებით 2.1 პროცენტით იკლო. უხეშ მარცვლეულზე საერთაშორისო მაჩვენებლებმა ივნისში 3.4 პროცენტით ნაკლები შეადგინა.
ამის მიზეზი, ძირითადად, არგენტინასა და ბრაზილიაში სიმინდის მეტი მომარაგება და მიმდინარე მოსავლის აღების პერიოდი, ასევე, ა.შ.შ.-ში, მთავარ მწარმეობელ არეალებში გაუმჯობესებული მოსავლის პერსპექტივა გახდა.
ხორბლის საერთაშორისო ფასებმა 1.3 პროცენტით იკლო, რადგან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოსავლის აღება დაიწყო. ამ უკანასკნელზე კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს რუსეთის ფედრაციიდან უხვად მომარაგება და შემცირებული საექსპორტო გადასახადი.
პარალელურად, ა.შ.შ.-ში ბრინჯის საერთაშორისო ფასებმა 1.2 პროცენტით დაიწია პაკისტანის მხრიდან ექსპორტის მოსაზიდად გააქტიურების ფონზე. წინა თვესთან შედარებით, 2.4 პროცენტით შემცირდა FAO-ს მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი: პალმისა და მზესუმზირის ფასების შემცირების ფონზე, სოიოსა და რაფსის ზეთის ფასებმა მოიმატა, რაზეც მათი ზრდის ძირითად რეგიონებში ამინდის პირობებმა მოახდინა გავლენა.
FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსი ივნისში 0.8 პროცენტით შემცირდა, ყველაზე მეტად – ყველზე. თუმცა, ფასები გაიზარდა კარაქზე – ძირითადად, შუა აღმოსავლეთში წერტილოვან მომარაგებაზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე.
ბოლო ოთხ თვეში უწყვეტი ზრდის შემდეგ, FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი 3.2 პროცენტით შემცირდა. მათზე გავლენა, ძირითადად, ბრაზილიაში შაქრის ლერწმის მოსავლის პროგრესმა და გლობალურად იმპორტის შემცირებულმა მოთხოვნამ იქონია, განსაკუთრებით – ჩინეთიდან.
FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი ივნისში თითქმის არ შეცვლილა: ფრინველის ხორცზე ფასმა აიწია აღმოსავლეთ აზიიდან იმპორტის მაღალი მოთხოვნისა და მიწოდებასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე, რაც, თავის მხრივ, ფრინველის გრიპის გავრცელებას უკავშირდება.
ღორის ხორცის საერთაშორისო ფასმაც მოიმატა, თუმცა, შემცირდა ფასები მსხვილფეხა საქონლისა და ცხვრის ხორცზე, რადგან ოკეანეთიდან ექსპორტზე წვდომა გაიზარდა.
უახლესი
2 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი