კომპანია Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა დააანონსა, რომ Facebook-ზე ვერიფიკაციის (მომხმარებლის ნამდვილობის დამადასტურებელი/დამოწმების ნიშანი) ნიშნის მოპოვება ფასიანი იქნება.
მარკ ცუკერვერგი აცხადებს, რომ ახალი ფუნქცია ავთენტურობისა და უსაფრთხოების გასაზრდელად გააქტიურდება.
ვერიფიკაციის ფასი $11.99-დან დაიწყება ვებზე ან $15 ყოველთვიურად iOS-ზე.
მისივე თქმით, ფუნქცია თავდაპირველად ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში იქნება ხელმისაწვდომი, შემდეგ კი, სხვა ქვეყნებშიც გააქტიურდება.
შეგახსენებთ, რომ ვერიფიკაციის ნიშნის მოპოვება სავალდებულო არ არის.
უახლესი
15 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა