დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროპულმა ფონდებმა 2023 წელს დაახლოებით $27 მილიარდი დაკარგეს - Bloomberg

ევროპულმა ფონდებმა 2023 წელს დაახლოებით $27 მილიარდი დაკარგეს - Bloomberg

03-07-2023 08:36:21

ევროპულმა ფონდებმა 2023 წელს დაახლოებით 27 მილიარდი დოლარი დაკარგეს, რადგან ინვესტორები სულ უფრო ხშირად ცვლიან თავიანთ გეგმებს აშშ-ს ფონდების სასარგებლოდ.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი Bank of America-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ინვესტიციების სტაბილური გადინება უკვე მე-16 კვირაა შეიმჩნევა, მაშინ როცა ევროპა იყო ერთადერთი მსხვილი რეგიონი, რომელმაც ინვესტიციების გადინება ივნისში განიცადა.

მხოლოდ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ევროპული ფონდებიდან 4,6 მილიარდი დოლარია ამოღებული.

ეკონომისტები ამას იმით ხსნიან, რომ ინვესტორები უპირატესობას ანიჭებენ აშშ-ს ფონდებს, რადგან აშშ-ის ეკონომიკა გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების შიშის ფონზე მათთვის უფრო ძლიერი ჩანს .

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები