ევროპამ შეძლო ბუნებრივი აირის რეკორდული რაოდენობით დაგროვება, რათა გათბობის სეზონზე დეფიციტი არ შეიქმნას. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გაზის ინფრასტრუქტურის ევროპის (GIE) მონაცემებით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში გაზის მარაგი 30 სექტემბერს 1096 ტერავატ-საათს (TWh) შეადგენდა.
ზაფხულის სეზონის ბოლოს, რეზერვები 172 ტვტ/სთ-ით (19%) აღემატებოდა წინა წლების სეზონური მარაგების საშუალო მაჩვენებელს.
გაზსაცავები სავსე იყო 96%-ით, რაც ყველაზე მაღალი დონეა 2019 წლის შემდეგ.
„საწყისი რეზერვების მაღალმა დონემ, ახალი LNG იმპორტის ტერმინალებთან და უკრაინაში შენახულ დამატებით გაზთან ერთად, ამინდის მიუხედავად უნდა უზრუნველყოს კომფორტული მიწოდება 2023/24 წლის ზამთარში “, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, გაზის ფასები რჩება მაღალი, ვიდრე 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე. რეალურად, ევროპაში გაზის ფასები დაახლოებით 55%-ით მეტია 2010-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე.
უახლესი