დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად - შარლ მიშელი

ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად - შარლ მიშელი

28-08-2023 18:40:09

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს. 

"მე მივიჩნევ, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ 2030 წლისთვის გაფართოებისთვის. ეს არის ამბიციური გეგმა, მაგრამ აუცილებელი", - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომავალ წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ რეფორმების განხორციელება, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ და თავიანთი საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან თავსებადობა.

გასულ წელს კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ მოლდოვასა და უკრაინას. საქართველოც ელოდება ამ სტატუსის მიღებას.

შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომავალ წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ რეფორმების განხორციელება, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ და თავიანთი საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან თავსებადობა.

მან ასევე მოუწოდა ასპირანტ სახელმწიფოებს, მოაგვარონ ორმხრივი კონფლიქტები ევროკავშირში გაწევრიანებამდე.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები