გერმანული “ლოუქოსტერი” Eurowings-ი თბილისის მიმართულებით რამდენიმე რეისს გერმანიის დედაქალაქიდანაც შეასრულებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, Eurowings-მა ახალი წლის პერიოდში ფრენების შესასრულებლად სპეცნებართვა აიღო და რამდენიმე რეისს ბერლინიდან და დიუსელდორფიდან შესრულებს.
ავიაკომპანია ბერლინი-თბილისი-ბერლინის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 8 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში და შემდეგ, 26 თებერვლიდან 25 მარტამდე პერიოდში განახორციელებს. ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ ორშაბათს განხორციელდება.
ხოლო რაც შეეხება დიუსელდორფს Eurowings-ი აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს 20 დეკემბრიდან 10 იანვრამდე პერიოდში განახორციელებს. ავიაკომპანიის მიერ ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ Eurowings-ი საქართველო მიმართულებით ზამთრის სანავიგაციო სეზონზე რეგულარულ ფრენებს არ ასრულებს, თუმცა ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე აქტიურად მუშაობს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა