დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეს სტუმრების მიერ გუნდის შრომისა და უმაღლესი ხარისხის დაფასებაა - თათია ჩიკვაიძე Pullman Tbilisi-ის World Luxury Hotel Awards 2024-ზე 3 ნომინაციაში გამარჯვებაზე

ეს სტუმრების მიერ გუნდის შრომისა და უმაღლესი ხარისხის დაფასებაა - თათია ჩიკვაიძე Pullman Tbilisi-ის World Luxury Hotel Awards 2024-ზე 3 ნომინაციაში გამარჯვებაზე

29-10-2024 14:00:00

თბილისში მდებარე Pullman Tbilisi Axis Towers-ი World Luxury Hotel Awards 2024-ის სამი პრესტიჟული კატეგორიის გამარჯვებულია. სასტუმრომ გაიმარჯვა ნომინაციებში: Luxury City Business Hotel - საქართველო, Luxury Conference & Event Hotel - საქართველო და საუკეთესო არქიტექტურული დიზაინი - აღმოსავლეთ ევროპაში.

როგორც Business Insider Georgia-სთან Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თათია ჩიკვაიძემ განაცხადა, ეს ჯილდოები ხაზს უსვამს Pullman Tbilisi-ის მომსახურების განსაკუთრებულ სტანდარტებსა და მაღალ ხარისხს.

„Pullman Tbilisi Axis Towers-მა World Luxury Hotel Awards 2024-ზე სამი პრესტიჟული ნომინაციაში გაიმარჯვა. 2024 წელს გამართულ დაჯილდოებაზე, Pullman Tbilisi Axis Towers-მა მოიპოვა სამი უმაღლესი ჯილდო სამ კატეგორიაში. პრემიუმ ბიზნეს სასტუმრო, პრემიუმ საკონფერენციო და ღონისძიებების სასტუმრო საქართველოს მასშტაბით და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო არქიტექტორული დიზაინის ნომინაციებში. ეს ჯილდოები ხაზს უსვამს Pullman Tbilisi-ის მომსახურების განსაკუთრებულ სტანდარტებსა და მაღალ ხარისხს, საუკეთესო საკონფერენციო დარბაზებს და ინოვაციური არქიტექტურულ დიზაინს“, - აღნიშნა თათია ჩიკვაიძემ.

World Luxury Hotel Awards-ი, რომელიც დაარსდა 2006 წელს, აღიარებს მსოფლიოში წამყვან მოთამაშეებს სასტუმრო ინდუსტრიაში. გამარჯვებულები შეირჩევიან სტუმრების, მოგზაურების და ინდუსტრიის პროფესიონალების მიერ ხმის მიცემის საფუძველზე, რაც ამ ჯილდოებს კიდევ უფრო დასაფასებელია.

„ჩვენთვის დიდი პატივია ამ ჯილდოების მიღება, ეს სტუმრების მიერ გუნდის შრომისა და უმაღლესი ხარისხის დაფასებაა. Pullman Tbilisi მუდამ გააგრძელებს მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევას, ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მდგრადი განვითარების ტრენდების დანერგვასა და საქართველოს პოპულარიზაციას უცხოეთში“, - ამბობს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები