თბილისის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სასტუმრო Holiday Inn Express Avlabari-სტუმრების რაოდენობა მზარდია. Holiday Inn Express-ი საქართველოში InterContinental Hotels Group-ის ერთ-ერთი ბრენდია და მის მართვას Hotel Collection International-ი ახორციელებს. როგორც Business Insider Georgia-სთან Hotel Collection International-ის რეგიონულმა დირექტორმა ქეთი მიქაშავიძემ განაცხადა, 2023 წელი სასტუმროს გახსნის წელი იყო, ხოლო 2024 წელს მისი ცნობადობა შედარებით გაზრდილია.
„2023 წელი ჩვენთვის გახსნის პირველი წელი იყო, ამიტომ ცხადია, რომ სასტუმროს პოზიციონირებისთვის დრო სჭირდება. წლევანდელი შედეგით 75%-მდე გვაქვს გაზრდილი დაჯავშნილი ნომრების რაოდენობა, რაც განპირობებულია როგორც ზოგადად ბაზრის ტენდენციებით, ასევე სტაბილიზაციის პერიოდთან ახალგახსნილი სასტუმროსთვის“, - განმარტავს ქეთი მიქაშავიძე.
Holiday Inn Express-ის მაგალითზე წელს სასტუმრომ ყველაზე დიდი რაოდენობის სტუმრები მიიღო საუდის არაბეთიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან.
აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წლებში საქართველოსთვის ინდოეთის და ჩინეთის ბაზრებიც გაიხსნა, რამაც სასტუმროს სტუმრების გეოგრაფიაზე და რაოდენობაზეც დადებითად იმოქმედა.
„დიახ, ამ ბაზრების ზრდის ტენდენცია შარშანაც შეიმჩნეოდა, თუმცა წელს როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინდოეთი და ჩინეთი იმ TOP 3 ქვეყანაში შედის, საიდანაც უფრო მეტი სტუმრები ჩამოგვდიან“, - ამბობს Hotel Collection International-ის რეგიონული დირექტორი.
2025 წლიდან კი საქართველოსთვის დიდი ბრიტანეთის ბაზარი იხსნება და როგორც ქეთი მიქაშავიძე აცხადებს, ამ ეტაპზე აღნიშნული ბაზრებიდან წამოსულ მოთხოვნის დაკვირვება ხდება, თუმცა უშუალოდ 2025 წლის მოთხოვნაზე დიდ გათვლას არ აკეთებენ.
თუმცა იმისათვის, რომ ბაზრების დივერსიფიცირება მოხდეს და Holiday Inn Express-მა დატვირთულობა კიდევ უფრო გაზარდოს Hotel Collection International-ი ინტენსიურად მუშაობს მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე.
„2025 წელს Holiday Inn Express Avlabari-ი გააგრძელებს ფოკუსირებას მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე, განსაკუთრებით კორპორატიულ ბაზარზე, ისევე როგორც ისეთ ისტორიულად მაღალმხარჯველუნარიან ტურისტულ ბაზრებზე, როგორიც არის და ევროპის ქვეყნები და ყაზახეთი. ამისათვის რამდენიმე ინსტრუმენტს ვიყენებთ, ისეთებს როგორიც არის ბიზნეს სექტორისთვის შექმნილი სპეციალური პაკეტები, რომლებიც მიმართულია კორპორატიული მოგზაურებისთვის. ამ პაკეტებში შედის სპეციალური ფასდაკლებით ოთახები, საკონფერენციო სივრცეები, სანდო მაღალსიჩქარიანი Wi-Fi და სხვა მომსახურებები, რომლებიც აძლევს მაღალმხარჯველუნარიან კომპანიებს სრულ კომფორტს. აგრეთვე, ტურისტულ და ბიზნეს ღონისძიებებში სტრატეგიები სოციალური მედიით (LinkedIn, Facebook) აქტიურად ვმონაწილეობთ.
ასევე ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა იმ ტურისტულ გამოფენებში, რომელიც ორიენტირებულია მაღალმხარჯველიან ტურისტების მოზიდვაზე, - განმარტავს Hotel Collection International-ისრეგიონული დირექტორი.
როგორც მენეჯმენტი ამბობს, Holiday Inn Express Avlabari-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ხელსაყრელი ლოკაციაა, რომელსაც სასტუმროს შერჩევის დროს დიდი როლი აქვს.
„ჩვენი ერთ ერთი მთავარი უპირატესობა არის ჩვენი ლოკაცია, რომელსაც სასტუმროს შერჩევის დროს დიდი როლი აკისრია სტუმრის თვალში. ამ თვალსაზრისით, ჩვენი მდებარეობა ნამდვილად ხელსაყრელია – ისტორიულ ცენტრსა და თბილისის მთავარ ტურისტულ ადგილმდებარეობებსახლოს, სავალ მანძილზე ფეხით, ხოლო ასევე, მთავარ სატრანსპორტო კვანძთან და აეროპორტთან ახლოს. ეს ფაქტორები სერიოზულად ზრდის როგორც ტურისტების, ასევე ბიზნეს მომგზაურების ინტერესს ჩვენი სასტუმროს მიმართ.
ბრენდის ძალა ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი წარმატებისათვის და მისი პოზიციონირება ბაზარზე ქმნის კონკურენტულ უპირატესობას ამჟამინდელ ბაზრის სიტუაციაში. ბრენდის კონცეფცია, რომელიც ეფუძნება ლიმიტირებულ სერვისებს და თანამედროვე, მოქნილ ინტერიერს, კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს ჩვენთვის და გვაძლევს საშუალებას დავაკმაყოფილოთ ბაზარზე არსებული მოთხოვნები“, - აცხადებს Hotel Collection International-ისრეგიონული დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ Holiday Inn Express Avlabari ახალი წლის დღეებისთვის სრულად დაჯავშნილია.
„ახალი წლის დღეებზე ჩვენი სასტუმრო უკვე სრულად არის დატვირთული. სტუმრების გეოგრაფია სხვადასხვაა, თუმცა ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან გვყავს სტუმრები“, - ამბობს ქეთი მიქაშავიძე.
Holiday Inn Express-ის მაგალითზე ლოიალური სტუმრების პროცენტი ძალიან მაღალია.
„ამით ვამაყობთ. ჩვენი სტუმრების დაახლოებით 25%-ი IHG ბრენდის ლოიალურობის პროგრამის წევრია.
IHG One Rewards პროგრამა გთავაზობთ უამრავ უპირატესობას, რომელიც ხელს უწყობს ხშირად მოგზაურებს და მათ, ვინც რეგულარულად ჩერდება IHG ბრენდის სასტუმროებში. პროგრამის წევრებს შეუძლიათ დააგროვონ ქულები თითოეულ დარჩენაზე, რაც შემდეგ შეიძლება შეიცვალოს უფასო ღამეების, საჩუქრების, ფრენების მილი ან სხვა პრიზებისთვის. გარდა ამისა, წევრები სარგებლობენ ექსკლუზიური ფასებით, ბონუს ქულებით, და ელიტის სტატუსით, რაც მოიცავს ოთახების განახლებას, ადრეულ შემოსვლასა და გვიან გამოტოვებას. IHG One Rewards წევრებს ასევე აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ ქულები არა მხოლოდ სასტუმროების გადახდისთვის, არამედ საჩუქრების ბარათებისთვის, ავიაკომპანიების მილიებსა და ა.შ. პროგრამა არ აქვს შავი დღეები, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ქულები ნებისმიერი ოთახის მისაღებად, როცა გსურთ. გარდა ამისა, IHG One Rewards წევრებს აქვთ ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ექსკლუზიურ აქციებზე, სხვადასხვა სერვისებზე და საშუალებას აძლევს მათ მოქნილად ისარგებლონ საკუთარ ქულებთან. IHG-ს სასტუმროები მთელ მსოფლიოში და გლობალური ქსელი შემოგთავაზებთ უამრავ შესაძლებლობას მოგზაურობისა და დასვენებისთვის“, - განმარტავს Hotel Collection International-ისრეგიონული დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ ავლაბარში პირდაპირი ყაზახური ინვესტიციით საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო Holiday Inn Express Tbilisi Avlabari გაიხსნა. პროექტის მოცულობა 12,5 მილიონ დოლარს შეადგენს და ის უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიამ“ განახორციელა. სასტუმრო 122 სტანდარტულ ნომერს და საქმიანი შეხვედრებისთვის მრავალფუნქციურ საკონფერენციო სივრცეებს აერთიანებს.
უახლესი
11 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?15 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად1 დღის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა