Cinnabon Georgia სითი მოლში მეორე ობიექტს ხსნის - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Cinnabon® Georgia-ს პიარ-დირექტორმა ქეთი ფეიქრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, Cinnabon Georgia-ს პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა იყო და მეორე ობიექტის გახსნაც ამიტომ გადაწყვიტეს.
„სითი მოლი გაიხსნება Cinnabon Georgia-ს საცხობი და პროდუქცია დახლზე იქნება წარმოდგენილი, შემდეგ კი იგეგმება სივრცის დამატება, სადაც კაფე დაიწყებს ფუნქციონირებას“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
როგორც ქეთი ფეიქრიშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, მომხმარებლების რაოდენობა სულ უფრო მატულობს, როგორც უცხოელი ტურისტები, ასევე ადგილობრივი მოქალაქეები, რომლებიც Cinnabon®- ს ირჩევენ.
„ასორტიმენტს მუდმივად ვცვლით. მომხმარებლის რაოდენობა მზარდია. შემდეგი ობიექტი გაიხსნება თბილისში, სითი მოლში, შემდეგ კი შესაძლოა, სხვა ქალაქშიც გავხსნათ“, - ამბობს ბრენდის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გასტრონომიულ ბაზარზე Cinnabon®-ის ბრენდის კაფე-საცხობი 2023 წლის 16 მაისს გაიხსნა. კაფე-საცხობ Cinnabon® - ში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის დესერტები თბილი ცომის, დარიჩინისა და შოკოლადის არომატით, მსოფლიოში განთქმული დარიჩინის როლები, რომელიც გახლავთ Cinnabon® -ის სავიზიტო ბარათი. ასევე მრავალფეროვანი უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტი, რომელიც გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებითა და გათვლილია ყველა სეგმენტის მომხმარებლისთვის.
ცნობისთვის, Cinnabon®-ი 1985 წელს, აშშ-ში დაარსდა. სინაბონის დარიჩინის როლები არის უკონკურენტო მსოფლიოში კაფე საცხობებს შორის, რადგან ის იქმნება უმაღლესი ხარისხის ექსკლუზიური პროდუქტებით. კომპანია ქმნის ახალ, არომატულ, ცხელ- ცხელ დარიჩინის როლებს, სხვადასხვა ცომეულს და სინაბონის სასმელებს - „ჩილატებს“, ასევე მომხმარებელს შეუძლია სინაბონში მიირთვას, გამორჩეულად არომატული ყავა.
უახლესი
1 საათის წინ
თურქეთში წლიური ინფლაცია შემცირდა2 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა2 საათის წინ
Cinnabon Georgia სითი მოლში მეორე ობიექტს ხსნის