საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური პროგნოზები განაახლა. სებ-ის შეფასებით 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 1%-ით მეტია.
„პროგნოზის გადახედვა, ქვეყანაში შიდა მოთხოვნითა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის ზრდის კვალობაზე, საინვესტიციო ნაკადების მატებით არის განპირობებული“, - ნათქვამია სებ-ის მიმოხილვაში, სადაც საბაზისო, ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარებია განხილული.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოში ინფლაციის საშუალო დონე მიზნობრივზე დაბალი იქნება და 2.8%-ს შეადგენს, 2024 წელს კი 3.2% იქნება, ხოლო 2025 წელს 3,3%.
ამასთან, ეროვნული ბანკი გეგმავს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას 1%-ით. ახლა რეფინანსირების განაკვეთი 10,5%-ია. წლის ბოლოს საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი სავარაუდოდ 9.5%-ზე იქნება.
თუ მაკროეკონომიკური პროგნოზი შენარჩუნდა, სებ-ი 2024 წლისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25%-მდე შემცირებას, ხოლო 2025 წლისთვის კი 7.25%-მდე შემცირებას გეგმავს.
2023 წელს ეროვნული ბანკი უმუშევრობის დონის 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირებასაც პროგნოზირებს, ხოლო 2024 და 2025 წლებში უმუშევრობის მაჩვენებლის უცვლელად შენარჩუნდება. უმუშევრობის დონე ქვეყანაში 18%-ზეა.
ასევე სებ-ის პროგნოზით, ლარი-აშშ დოლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 2023 წელს უცვლელი იქნება. ხოლო უძრავი ქონების ფასები 5,5%-ით გაიზრდება.
უახლესი
52 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა