ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორს, ირინე დანელიას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის ელჩის სიგელი გადაეცა.
ირინე დანელიას სიგელი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკიმ საკუთარ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა და ქვეყნებს შორის მეგობრობისა და კეთილგანწყობის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
იაპონიის ელჩები ან კონსულები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ან რეგიონში ასრულებენ მისიას, აღნიშნულ სიგელს გადასცემენ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის განმტკიცებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით გაშენებულ იაპონურ ბაღში ყოველწლიურად იმართება „საკურას ყვავილობის ფესტივალი“, ტარდება ჩაის ცერემონიები და იმართება ლექციები, რომლებიც ხელს უწყობენ იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ბოტანიკური ბაღის ვიზიტორებს შორის.
უახლესი
10 საათის წინ
რა ფასად შეიძენთ საახალწლო ნაძვის ხეს გორგიაში11 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8130 ლარი გახდა