Business Insaider Georgia-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკის მომავალმა პრეზიდენტმა უნდა შეძლოს არაპოპულაური გადაწყვეტილებების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მართვა გაუჭირდება.
ამის შესახებ გვენეტაძემ Business Insaider Georgia-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორი უნდა იყოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
„ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა იყოს მაკროეკონომისტი. უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს არ ერიდება. არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება რთულია. თუ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხდა, ნიშნავს, რომ უკვე სადღაც ბზარი იქმნება და მომავალში ვითარება არ იქნება კარგი.
ალბათ საბოლოო ჯამში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არაპოპულარული უნდა იყოს, ის არ უნდა უყვარდეთ“, - აღნიშნა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ კობა გვენეტაძეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე უფლებამოსილება 2 მარტს უწყდება.
უახლესი
14 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება1 დღის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად