ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ასეთ რთულ და მღელვარე პერიოდში, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.
აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ამ საკითხზე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებას იზიარებს, რომ სებ-ის კანონში ცვლილებები აუცილებელი არ არის.
„როდესაც არსებობს გუნდი, რომელმაც ასე კარგად მართა ამ პერიოდის განმავლობაში და ამას აჩვენებს მონაცემები, რატომ უნდა შეიცვალოს ეს გუნდი, რატომ უნდა შეიცვალოს სტრუქტურა, რამაც შეინარჩუნა ასეთი სტაბილური ეკონომიკის ზრდა პანდემიის და რუსული ფულის შემოდინების მიუხედავად ამ გამოწვევებს კარგად გაართვა ბანკმა ", - ამბობს აშშ-ის ელჩი.
კელი დეგნანის თქმით, დასანანია, რომ სებ-ის ორგანულ კანონში ცვლილებები ნაჩქარევად იყო შემუშავებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით 9 თებერვალს დაამტკიცა.
უახლესი
13 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება1 დღის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად