დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ერდოღანი vs კილიჩდაროღლუ: თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

ერდოღანი vs კილიჩდაროღლუ: თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

14-05-2023 09:30:47

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა სტარტი აიღო. 

თურქეთის საარჩევნო სისტემა საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის ხმის მიცემის მხრივ უკრაინის მსგავსია. სახელმწიფოს მეთაური აირჩევა პირდაპირი კენჭისყრით ხდება.

პირველ ტურში ერთ-ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური დაინიშნება, რომელშიც მონაწილეობას ის კანდიდატები მიიღებენ ვინც ამომრჩეველთა ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო. 

თურქეთის რესპუბლიკის მოქმედი მეთაური რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკვე მე-3 ვადით იყრის კენჭს.

ის პირველად პრეზიდენტად 2014 წელს აირჩიეს, 3 წლის შემდეგ კი თურქეთში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩატარდა, რომელმაც მმართველობის ფორმა შეცვალა. ქვეყანა საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადავიდა. ერდოღანის საპრეზიდენტო ვადა განულდა და მან არჩევნებში კიდევ ორჯერ მიიღო მონაწილეობა.

2023 წლის 14 მაისს ასევე გაიმართება თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის (დიდი ეროვნული ასამბლეის) არჩევნები. სადაც 600 დეპუტატი 5 წლით პროპორციული სისტემით, პარტიული სიებითა და ოლქებში ირჩევა. ეროვნულ ასამბლეაში მხოლოდ ის პარტიები ხვდებიან, რომლებმაც ხმების 10%-ზე მეტის მოპოვება მოახერხეს.

რა არის ცნობილი საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ

თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრის უფლება აქვთ 40 წელს გადაცილებულ უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეებს.

კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ბოლო არჩევნებში ხმების 5%-ზე მეტი მიიღეს. თვითდასახელებულმა კანდიდატებმა 100 000 ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა შეაგროვონ.

თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე სულ 4 კანდიდატის ანაცხადი იყო. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გარდა, თავიანთი კანდიდატურა წამოაყენეს CHP-ის ხელმძღვანელმა ქემალ კილიჩდაროღლუმ, ნაციონალისტური ალიანსის ლიდერმა სინან ოგანმა და 2018 წლის არჩევნებში ერდოღანის მთავარმა კონკურენტმა, სამშობლოს პარტიის კანდიდატმა მუჰარემ ინჯემ. თუმცა, 11 მაისს ინჯემ კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა.

წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, მთავარი ბრძოლა ორ პრეტენდენტს  შორის (ერდოღანი vs კილიჩდაროღლუ) წარიმართება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები