დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ენგურის ატრაქციას"  WEEKEND-ზე 500-მდე ვიზიტორი სტუმრობს 

,,ენგურის ატრაქციას"  WEEKEND-ზე 500-მდე ვიზიტორი სტუმრობს 

30-09-2023 12:48:13

კვირის დანარჩენი დღეებისგან განსხვავებით,  ენგურჰესის კაშხალზე დამთვალიერებლების რაოდენობა Weekend-ზე ორმაგდება. დასავლეთ საქართველოში მდებარე ახალი ტურისტული ობიექტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ცდილობენ, რომ დასათვალიერებელი ლოკაციების რაოდენობა გაიზარდოს და სერვისი ყველა გემოვნების ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, რაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. „ენგური ატრაქციის“ დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე Business Insider Georga- თან ამბობს, რომ ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მხრიდან  ყველა პერიოდში მზარდია.

,,ინტერესი ნამდვილად დიდია, ვმუშაობთ, რომ ენგურის კაშხლის დათვალიერება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს. ინფრასტრუქტურაც მუდმივად ვითარდება. დასვენების დღეებში განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა შეიმჩნევა, გაორმაგებულია მაჩვენებელი. კერძოდ, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, თუკი 200-დან 300 -მდე სტუმარს ვმასპინძლობთ, 400-დან 500-მდე დამთვალიერებელი გვყავს კვირის დანარჩენ დღეებში. ესენი არიან როგორც შიდა ტურისტები, ასევე  უცხოელი ვიზიტორები, მიჭირს გავმიჯნო, ვინაიდან ყველა სეგმენტი აქტიურია. უახლოეს დღეებში გავხსნით გალერეას, გვინდა, რომ ენგურზე მოსულ ვიზიტორს  განსხვავებული გარემო შევთავაზოთ. ჩვენი ამოცანაა ერთმანეთისგან განსხვავებული რამდენიმე ლოკაცია შევქმნათ და მარტო ერთი ობიექტის  დათვალიერებით არ შემოიფარგლოს. მნიშვნელოვანია, რომ ,,ენგურის ატრაქცია"  გასართობი და შემეცნებითი პროექტებით იყოს დატვირთული.  ამ მიზანს ემსახურება გალერეას გახსნაც", - ამბობს ნიკოლოზ ანთიძე.

მისივე ინფორმაციით, 2022 წლის 1-ელი მაისიდან 2023 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით,  ენგურჰესის კაშხალს 81 709 ვიზიტორი ესტუმრა. 

ცნობისთვის, ადგილის კულტურული ფასეულობების გათვალისწინებით, 2015 წელს ენგურის თაღოვან კაშხალს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის სამრეწველო მემკვიდრეობის სტატუსი.

2022 წლიდან ენგურის კაშხალი ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის წევრი გახდა.

2021 წლის ნოემბრიდან ვიზიტორებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ნახონ თაღოვანი კაშხლის ყველა მიმზიდველი ობიექტი და გაეცნონ ჰიდრო რესურსების გამოყენებით ენერგიის წარმოების ძირითად ასპექტებს.

კაშხალზე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე პასუხისმგებელი კომპანია „ენგური ატრაქციაა“, რომელიც 2022 წელს შპს „ენგურჰესის“ დაქვემდებარებაშია.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები