პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, Gepherrini ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე წარსდგა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, მეწარმე ილია გეფერიძე Business Insider Georgia- თან აცხადებს, ასეთი მასშტაბური გამოფენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ბაზრის ათვისებასა და ქართული პროდუქტის შესახებ ცნობადობის ამაღლებაში.
,გეფერინისთვის" კი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, შეხვდნენ ბაიარებს და ახალი კონტრაქტის გაფორმებაც მოასწრეს.
`ჩინეთში გამოფენაც ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. პოტენციურ ბაიერებს შევხვდით. ერთთან ხელშეკრულება უკვე გავაფორმეთ და ჩვენი პროდუქცია შანხაის ერთ-ერთ მაღაზიაში გაიყიდება. ონლაინ პლატფორმების მიმართულებითაც უფრო გავაქტიურდებით. ფაქტობრივად მოხდა მთელი ნიმუშების ამოყიდვა. ველოდებით უკვე ახალ კონტრაქტებს", - აცხადებს ილია გეფერიძე.
მისი თქმით, მიმდინარე წელი კომპანიის საქმიანობაში განსაკუთრებით აქტიურია. გაზრდილია მოთხოვნა ყველა კატეგორიის პროდუქციაზე,. რასაც ,,გეფერინი" ქმნის.
,,ძალიან დიდი მოთხოვნაა, რაც წარმოების ტემპს ბევრად აჭარბებს. მიწოდებას ვერ აუდის წარმოება, ყველა ბაზარზე, სადაც ჩვენი პროდუქციაა წარმოდგენილი, მზარდი რეალიზაციაა. ეს არ ეხება რომელიმე კონკრეტულ მიმართულებას, რასაც ვქმნით, ერთ თვეში უკვე გაყიდულია. გლობალურ ბაზრებზე თუ საქართველოში, ყველგან თანაბარი მოთხოვნაა", - ამბობს ილია გეფერიძე.
შეგახსენებთ, რომ Gepherrini არის ქართული ბრენდი, რომელიც აწარმოებს ჩანთას, საფულეს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს.
კომპანია ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის. 2024 წლიდან კომპანია გაყიდვებს იტალიისა და ბანგლადეშის ბაზრებზეც გეგმავს.
უახლესი