დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეგზიტპოლით 8-9% ჰქონდა „ლელოსაც“ და გახარიასაც, ცესკოს შედეგებითაც 8-9% აქვთ და რით არიან უკმაყოფილოები, „ნაცმოძრაობის“ შედეგებით? - შალვა პაპუაშვილი

ეგზიტპოლით 8-9% ჰქონდა „ლელოსაც“ და გახარიასაც, ცესკოს შედეგებითაც 8-9% აქვთ და რით არიან უკმაყოფილოები, „ნაცმოძრაობის“ შედეგებით? - შალვა პაპუაშვილი

29-10-2024 13:41:00

მე ვერ ვხვდები მაგალითად გახარია და „ლელო“ რას აპროტესტებენ, რით არიან უკმაყოფილო? იმ ეგზიტპოლით, რომელიც მათ მოეწონათ, 8-9% ჰქონდათ „ლელოსაც“ და ბატონ გახარიასაც, ცესკოს შედეგებითაც 8-9% აქვთ და რით არიან უკმაყოფილოები?, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ეს პარტიებ რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ შედეგებით არიან უკმაყოფილოები? ეს აჩვენებს იმას, რომ სინამდვილეში ოთხივე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. რაც ეგზიტპოლმა აჩვენა, ზუსტად ის შედეგები მიიღეს. მათ დააკლდათ ხმები? ისინი გულშემატკივრობენ „ნაცმოძრაობის“ მთავარ ბირთვს და სინამდვილეში ესენი არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა და გუშინ სცენაზე მშვენივრად ერთად ვიხილეთ ყველა. ასე, რომ საერთო ჯამში ამ ყველაფრის შედეგი არის, რომ ყველაფერი გამოვლინდა და ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები