დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დიდი დიღმის ქალაქის ცენტრთან დაკავშირების ერთ-ერთ გზად ტრამვაის ხაზი განიხილება - Ramboll-ის რეკომენდაცია

დიდი დიღმის ქალაქის ცენტრთან დაკავშირების ერთ-ერთ გზად ტრამვაის ხაზი განიხილება - Ramboll-ის რეკომენდაცია

20-12-2023 18:27:00

თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა მოამზადა, დიდი დიღმის ქალაქის ცენტრთან დაკავშირების ერთ-ერთ გზად ტრამვაის ხაზი განიხილება 

დიდი დიღომი ყველაზე სწრაფად მზარდი საცხოვრებელი უბანია თბილისში, სადაც მოსახლეობის თითქმის 55%-ით გაზრდაა მოსალოდნელი 2022-2042 წლებში - ყველაზე მზარდი ტერიტორია თბილისში.

დიდი დიღომი საბჭოთა პერიოდში გაშენდა ქალაქის ჩრდილოეთით, როგორც ახალი საცხოვრებელი უბანი. იგი ყოველთვის განიცდიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცუდ კავშირს. ამჟამად ტერიტორიას გადატვირთული ავტობუსები და მიკროავტობუსები ემსახურება, რის შედეგადაც ადამიანები ქალაქის ცენტრში უმეტესად ავტომობილით მგზავრობენ“, - ნათქვამია დოკუმენტში. 

მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში შემოთავაზებული TBT ქსელი დიდ დიღომს თბილისის დანარჩენ ნაწილთან დააკავშირებს. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, დიდ დიღომსა და ქალაქის ცენტრს შორის მგზავრობისთვის უმჯობესი იქნება სარკინიგზო სისტემა. ეს შეესაბამება ქალაქში სარკინიგზო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლის თბილისის გრძელვადიან ხედვას, რომელიც მიჩნეულია უფრო კომფორტულად და ეფექტურად. 

როგორია დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის განვითარების გეგმა:

დიდ დიღომთან სარკინიგზო კავშირის შემდეგი ვარიანტები შეიძლება განიხილოს:

• ვარიანტი 1: ცენტრალური რკინიგზის სადგური სარაჯიშვილის გავლით დიდ დიღომამდე - ტრამვაის მატარებელი, რომელიც მაგისტრალურ სარკინიგზო ქსელზე ივლის სარაჯიშვილის სადგურამდე, შემდეგ კი სპეციალური ტრამვაის ხაზით გადაადგილდება. ეს დაკავშირებული იქნება შემოთავაზებულ სამგზავრო სარკინიგზო ქსელთან

 • ვარიანტი 2: დიდუბის სატრანსპორტო კვანძიდან დიდ დიღომამდე - ეს უფრო ტრადიციული ტრამვაის სერვისი იქნება.

• ვარიანტი 3: საბურთალოდან დიდ დიღომამდე - ეს უფრო ტრადიციული ტრამვაის სერვისი იქნება. 

გეგმაში პროექტის მშენებლობის სავარაუდო დაწყების თარიღად 2033 წელია მითითებულია, ხოლო ექსპლოატაციის დაწყების სავარაუდო თარიღად  2035 წელი. ბიუჯეტი 276,300,000 აშშ დოლარი იქნება. 

Ramboll-ის მიერ შედგენილ გეგმაში დიდი დიღომში ტრანსპორტირების მოგვარების კიდევ ერთ გზად საბაგიროა დასახელებული. საბაგირო განიხილება დელისი - დიდი დიღმის მიმართულებით. 

"საბაგირო სისტემების აშენება უფრო იაფია, ვიდრე მეტრო ან ტრამვაი, განსაკუთრებით ისეთ რელიეფზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა საშუალებების განვითარება მნიშვნელოვან ტექნიკურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული". - წერია გეგმაში.

80-გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც ურბანული მობილობის გაუმჯობესებისთვის საჭირო. დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები