დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება - რას განიხილავენ

დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება - რას განიხილავენ

22-01-2024 11:00:00

დღეს 14:00 სათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხზე იმსჯელებს: 

  1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ონკოლოგიურ პაციენტთა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების თაობაზე”, მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი;
  2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“, მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი;
  3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“.
  4. საიდუმლო. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები