პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები თავდაცვის კოდექსის შესახებ პირველი მოსმენით იმსჯელებენ და კენჭს უყრიან. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.
კოდექსის პროექტი მთავრობის მიერაა ინიცირებული და თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით არის შემუშავებული.
კოდექსი სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესს ეხება და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
პროექტი 6 მარტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
უახლესი
12 საათის წინ
Chizzzy თბილისში პირველ კაფეს ხსნის12 საათის წინ
არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია 10 თეთრით გაიზარდა