სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ლარიზაციის საბოლოო შედეგის მისაღწევად დეპოზიტების მიმართულებით დოლარიზაციის წილის შემცირებაზეც აკეთებს აქცენტს.
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე მიიჩნევს, რომ ლარიზაციის პოლიტიკა ქვეყანაში საკმაოდ კარგი ტემპებით მიმდინარეობს, ხოლო რაც შეეხება დეპოზიტებში დოლარიზაციის წილის შემცირებას ძნელაძე ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ მკაცრი მიდგომაა.
„შემიძლია გითხრათ, რომ მაგ მიმართულებით საკმაოდ მკაცრი მიდგომაა. ვერ ვიტყვი, რომ შეზღუდვა რაიმენაირად იმოქმედებს მაგაზე, რადგანაც მოთხოვნა პრაქტიკულად უცხოურ ვალუტაში განთავსებაზე მაინც რჩება. სრული ინფორმაცია არ გაქვს ამ მიმართულებით რა და როგორ იქნება წინასწარ ვერ გეტყვით. მაგრამ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია, საკმაოდ მაღალი რეზერვებია უცხოურ ვალუტაში მოზიდვაზე, ასევე მაღალი მოთხოვნაა არარეზიდენტებიდან უცხოური ვალუტის მოზიდვაზე.
უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი დაბალ ნიშნულზე რჩება. თუმცა როგორც იცით საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. მიუხედავად ამისა, საქართველოში დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში დაბალ საპროცენტო განაკვეთზე რჩება, სწორედ ამ შეზღუდვების გამო. ანუ მოტივაცია, უცხოურ ვალუტაში მაღალი არ არის, მაგრამ ამის მიუხედავად გარკვეული მოთხოვნა რჩება“,- განაცხადა Business Insider Georgia-სთან ალექსანდრე ძნელაძემ.
შეგახსენებთ,რომ მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყანაში დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებაა და დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირებაა. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ დედოლარიზაცია მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამ კუთხით კარგი მიღწევებია, თუმცა სხვადასხვა გეოპოლიტიკური იძულების ფონზე კვლავაც არის გარკვეული გამოწვევე
„დღესდღეობით 50%-ზე ოდნავ მეტია სესხებში დოლარიზაციის კოეფიციენტი - ადრე ეს მაჩვენებელი გაცილებით მძიმე იყო. ჩვენ სხვადასხვა გზით ვიზრუნებთ, რომ დედოლარიზაციის პოლიტიკა კვალვაც გაგრძელდეს. აქ ერთ-ერთ მიმართულებად მესახება, დეპოზიტების მიმართულებით ვიზრუნოთ დოლარიზაციის წვლილის შემცირებაზე. “, - აღნიშნა თურნავამ.
ლარიზაციის ღონისძიებები
უახლესი
32 წუთის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება18 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება