დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დეპოზიტების დოლარიზაცია, აპრილში 1,6%-ით შემცირდა

დეპოზიტების დოლარიზაცია, აპრილში 1,6%-ით შემცირდა

05-06-2023 16:43:15

სები-ის მაისის თვის მიმოხილვის თანახმად, უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 1.6 პპ-ით შემცირდა და 51.4%-ს შეადგენს.

აპრილის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით 1.2-1.0 პპ-ით შემცირდა და შესაბამისად 37.4% და 67.0% შეადგინა.

კლებად ტენდენციას განაგრძობს ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაციაც. კერძოდ, აპრილში ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით 2.4 პპ-ით 61.9%-მდე შემცირდა.

2023 წლის მარტში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 53% იყო. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები