დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„დელტა ტექსტილი“ 2024 წელს ონლაინ გაყიდვებს ამატებს და ექსპორტზეც გავა - მინისტრი

„დელტა ტექსტილი“ 2024 წელს ონლაინ გაყიდვებს ამატებს და ექსპორტზეც გავა - მინისტრი

17-10-2023 18:18:12

„დაახლოებით 60-მდე „დელტას“ მიერ წარმოებული „დიდგორის“ სხვადასხვა მოდიფიკაცია უკვე გადაეცა თავდაცვის ძალებს და დამატებით, თავდაცვის სამინისტროს შეკვეთის ფარგლებში, შეიქმნა საშტაბო-სამეთაურო ჯავშანმანქანები, რომელიც შემდგომში სამინისტროს გადაეცემა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვთ გამოსვლისას განაცხადა.

„შეიქმნა ახალი ტიპის, მოდულური კონსტრუქციის ჯავშან-ჟილეტი, რომელიც 7 000 ერთეული წლის ბოლომდე მიეწოდება ჩვენს ჯარს. ასევე, ჩვენს სამხედროებს გადაეცემათ 7 000 ერთეული ჩაფხუტი და ამდენივე ცენტრ „დელტაში“ პირველად შექმნილი განტვირთვის უნივერსალური სისტემა - იგივე საბრძოლო ტაქტიკური ქამარი. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ექსპორტის მიმართულებით და გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიებთან.

წარმატებით მუშაობს დელტას ბაზაზე შექმნილი კიდევ ერთი საწარმო „დელტა-ტექსტილი“, სადაც ამ ეტაპზე, დაახლოებით, 500 თანამშრომელია დასაქმებული. მიმდინარე წელს შპს „დელტა ტექსტილმა“ ჩვენს ჯარს გადასცა სხვადასხვა სახის პროდუქცია, როგორებიც არის საველე აღჭურვილობა, ქურთუკები, სპორტული ტანსაცმელი, კლასიკური უნიფორმები, რბილი ინვენტარი და ა.შ. 2024 წელს, კომპანიის პოპულარიზაციისა და მომგებიანობის გაზრდის მიზნით, დელტა ტექსტილის მიერ იგეგმება ონლაინ გაყიდვების დამატება. ამასთან, გაიზრდება ექსპორტის გზით რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა.“ - თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები