2023 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას1 , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 1.9 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: თევზეული (-2.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-1.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.2 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირებულია 1.1 პროცენტით, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.
ფასების კლება დაფიქსირდა ფეხსაცმლის ქვეჯგუფზე (-5.3 პროცენტი);
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (-2.8 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (-2.2 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები (-0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა საოჯახო საფეიქრო ნაწარმსა (3.0 პროცენტი) და მინის, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელზე (2.7 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.65 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.8 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (6.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.7 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (6.1 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.7 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.
ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-9.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტებ (-8.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (17.3 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.6 პროცენტი), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (3.3 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.8 პროცენტით, რაც -0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (5.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (5.6 პროცენტი)
უახლესი
12 საათის წინ
Chizzzy თბილისში პირველ კაფეს ხსნის12 საათის წინ
არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია 10 თეთრით გაიზარდა