დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დეკემბერში, თბილისში 3 940 ბინა გაიყიდა - TBC Capital

დეკემბერში, თბილისში 3 940 ბინა გაიყიდა - TBC Capital

03-02-2025 11:00:00

2024 წლის დეკემბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,940 შეადგინა და წლიურად 7%-ით გაიზარდა. 2024 წელს, ტრანზაქციების სრული რაოდენობა 2%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

თიბისი კაპიტალის ცნობით, დეკემბერში გასაყიდი ფასი $1,223-ს გაუტოლდა და წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ფაქტობრივად არ შეცვლილა (+1%, წ/წ), ხოლო თვიურ ჭრილში 2%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის მოცულობამ $318 მილიონს მიაღწია და წლიურად 6%-იანი ზრდა აჩვენა.

2024 წლის დეკემბერში 981 ახალი ბინა გაიყიდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით (+48%). ძველი ბინების შემთხვევაში 2,959 ტრანზაქცია შესრულდა, რაც წლიურად 2%- იან კლებაში აისახა. შესაბამისად, ახალი ბინების წილმა ჯამურ გაყიდვებში მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს, 25%-ს მიაღწია.

დეკემბერში საშუალო გასაყიდი ფასი ახალი წლიურად 2%-ით გაიზარდა, როგორც ახალი ისე ძველი ბინებისთვის, ხოლო წინა თვესთან შედარებით 2%-იანი კლება დაფიქსირდა.

50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებმა ყველაზე მაღალი წილი (42%) დაიკავა ჯამურად გაყიდული ბინებიდან, თუმცა მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით შემცირდა. 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილი 5%-ს გაუტოლდა. მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის ბინების წილმა მთლიან ტრანზაქციებში 23% შეადგინა (+5პპ, წ/წ).

2024 წლის დეკემბერში, თბილისში ბინების უდიდესი რაოდენობა გაიყიდა დიდ დიღომში (26% მთლიან გაყიდვებში), რომელსაც მოყვებოდა საბურთალო (16% მთლიან გაყიდვებში). ახალი ბინების გაყიდვებში მნიშვნელოვანი წლიური ზრდის ტემპი დაფიქსირდა დიდუბეში, კრწანისში, გლდანსა და ჩუღურეთში. დიდ დიღომში გაიყიდა ყველაზე მეტი რაოდენობის როგორც ახალი, ასევე ძველი ბინა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები