დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დავიწყეთ პატარა ნაბიჯებით, თუმცა დღეს აშშ-ის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის დარგში ლიდერები ვართ - სტარტაპ კომპანია Pulsar-ის დამფუძნებელი

დავიწყეთ პატარა ნაბიჯებით, თუმცა დღეს აშშ-ის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის დარგში ლიდერები ვართ - სტარტაპ კომპანია Pulsar-ის დამფუძნებელი

04-12-2023 20:12:41

დღეს აშშ-ის ბაზარზე ლიდერი ვართ ხელოვნური ინტელექტის დარგში, - ამის შესახებ სტარტაპ კომპანია Pulsar-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დაჩი ჭოლაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც GITA-მ წლიური ანგარიში წარადგინა.

დაჩი ჭოლაძის ინფორმაციით, კომპანია Pulsar-მა საქართველოში 2017 წელს დაიწყო ბიზნესის განვითარება. „პირველ რიგში აქცენტი გავაკეთეთ ადგილობრივ კომპანიებზე. ჩვენი მიმართულება იყო ხელოვნური ინტელექტი, რომლის ფარგლებშიც შევქმენით რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კომერციული ბანკებისთვის, სადაზღვევო კომპანიებისთვის და ა.შ.  

მას შემდეგ რაც დავაგროვეთ კარგი გამოცდილება, ცოდნა და შევქმენით საკმაოდ ძლიერი გუნდი, შემდეგ გვქონდა შესაძლებლობა GITA-თან ერთად დავსწრებოდით „სილიკონ ველზე“ ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც გადავიკვეთეთ სამომავლო პარტნიორებთან. მათთან ერთად 2018-2019 წლებში განვიხილავდით სხვადასხვა იდეებს, ვახორციელებდით კვლევას. 2019 წელს უკვე მიზნად დავისახეთ აშშ-ში ბიზნესის გაფართოება. მივიღეთ სხვადასხვა ინვესტორებისგან ინვესტიცია $1,2 მილიონის მოცულობით. მათ შორის იყო GITA-გან თანადაფინანსების გრანტიც. რისი საშუალებითაც ფოკუსირება გავაკეთეთ ავტოინდუსტრიაზე აშშ-ში, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ შეგვექმნა საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ავტო დილერებისთვის, რომელიც TOP-5 ინდუსტრიაში შედის“,- განაცხადა დაჩი ჭოლაძემ.

მისი ინფორმაციით, კომპანიამ საკმაოდ პატარა ნაბიჯებით დაიწყო განვითარება, თუმცა დღეს აშშ-ის ბაზარზე ლიდერია ხელოვნური ინტელექტის დარგში.

„ჩვენი გადაწყვეტილება ემსახურება დიალოგების ავტომატიზაციას - მომხმარებლებს, ავტომწარმოებლებსა და ავტოდილერებს შორის. 2021 წელს წელს, ჩვენი ბიზნესის აშშ-ში დაწყებიდან წელიწადნახევარში, ჩვენი კომპანია შეისყიდა უფრო დიდმა მოთამაშემ. გარიგების მოცულობა იყო რამდენიმე მილიონი დოლარი. ეს თანხა იზრდება რადგან ჩვენი გარიგება გულისხმობდა, როგორც კომპანიის აქტივებში შესვლას, ისე ფულად ანაზღაურებასაც, რომელიც საერთო ჯამში შეადგენდა რამდენიმე ათეულ მილიონს და დღეს ჩვენი კომპანია 80 ადამიანს ასაქმებს საქართველოში და აშშ-ში 150-ს. ყოველწლიურად საკმაოდ დიდი მოცულობის თანხა შემოდის აშშ-ის ეკონომიკიდან საქართველოში, იმ ოპერაციების დასაფინანსებლად, რასაც ჩვენი კომპანია დღეს ახორციელებს. თანადამფუძნებლებიც და მთელი გუნდიც განვაგრძობთ ამ კომპანიის ზრდას და საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს მსოფლიო ეკონომიკაში ჩვენი ავტომატიზაციის სახით და საქართველოს ეკოსისტემაში“, - განაცხადა დაჩი ჭოლაძემ.  

კომპანია პულსარი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობს, საქართველოში 2016 წელს დაფუძნდა და 2019 წლიდან უკვე ამერიკის ბაზარზე ოპერირებს.

“პულსარის” შექმნამდე, დაჩიმ რამდენიმე ტექნოლოგიური კომპანია დააფუძნა, მანამდე კი სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი) და ბოკონის უნივერსიტეტში (მილანი, იტალია) – ბიზნესის ადმინისტრირებისა და საერთაშორისო ეკონომიკის მიმართულებებით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები