დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დაუბრუნდა თუ არა ლარი წონასწორობის წერტილს და როგორია მოლოდინები - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

დაუბრუნდა თუ არა ლარი წონასწორობის წერტილს და როგორია მოლოდინები - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

11-11-2024 23:00:00

საინტერესო პერიოდია, არჩევნების შემდგომ 3 სამუშაო კვირა გავიდა და საინტერესო ტენდენციაა ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც არჩევნების შემდგომ პერიოდში ყველა ქართული კომპანიის აქციები განუხრელად იზრდება, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-ს და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. 

აბაშიშვილის თქმით, ამავე პერიოდში უკვე დასტაბილურებულია ლარის კურსი.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საინტერესო მონაცემებია ექსპორტთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ ზრდის ტენდენცია გასული წლის 10 თვის მაჩვენებლებთან შედარებით. 

დასტაბილურებულია ლარის კურსი. ის პანიკური, აჟიოტაჟური ზეწოლა, რომელიც ლარზე ხდებოდა სებ-ის სწორი პოლიტიკისა და მოქმედებების შესახებ, რომელიც გამოიხატებოდა რეზერვების ეფექტიან მართვაში და ბაზარზე დროულ მიწოდებაში უცხოური ვალუტის, ფაქტობრივად აღმოფხვრილია.

შეიძლება ითქვას, რომ ლარის წონასწორულ მაჩვენებელზეა დაბრუნებული. ასევე სრულიად ზედმეტია სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ლარი ხელოვნურად იმართება. ლარი მცურავი გაცვლითი კურსის ფარგლებში სრულად წონასწორულ მდგომარეობაში იმყოფება, ყოველგვარი ჩარევის გარეშე. კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ თესავენ პანიკებს და მოიხადონ ბოდიში მაშინ, როდესაც აღმოჩნდება რომ სებ-ი რეზერვების დაგროვებას იწყებს და ჩემი ინფორმაციით, ეს პროცესი დაწყებულია. 

ბუნებრივია ყველა ველოდებით ახალი პარლამენტის შეკრებას, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას, ახალ შემდგომ აქტივობებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობა არც მანამდე გვაკლებს აქტივობებს. საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტი, მათ შორის გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები