დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დატვირთვა იმაზე მეტია ვიდრე ველოდით - „კარტინგ ლილო“

დატვირთვა იმაზე მეტია ვიდრე ველოდით - „კარტინგ ლილო“

25-06-2023 17:00:08

 

უნივერსალური გასართობი სივრცის - ,,კარტინგ ლილოს" სერვისებზე მზარდი მოთხოვნაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სულ 1 თვის წინ დაფუძნდა, კარტინგის სფეროში უკვე ძალიან პოპულარულია და დიდი მოწონებითაც სარგებლობს.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი მალხაზ მთვარელიშვილიBusiness Insider Georgia- თან ამბობს, მაქსიმალური კომფორტია შექმნილი კარტინგის მოყვარულებისთვის, სერვისი ხელმისაწვდომი და ხარისხიანია, რაც საბოლოოდ აქტიურ მოთხოვნას განაპირობებს.

გარდა ამისა, „კარტინგ ლილო" მომხმარებლებს სთავაზობს კორპორაციულ სერვისს, სხვადასხვა კომპანიებისთვის ტარდება სხვადასხვა ტიპის ტურნირის ფორმატის შეჯიბრებები, რაც ასევე ერთ-ერთი აქტიური მიმართულებაა.

„კარტინგ ლილო" არის ადგილი, სადაც გართობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ორი თვეა, რაც კომპანია გავხსენით, დატვირთვა იმაზე მეტია უკვე, ვიდრე ველოდით. ამინდი ხელს რომ გვიწყობდეს, ალბათ ბუმი იქნება, ვინაიდან კარტინგი არის ღია სივრცეში, ამინდზე ვართ დამოკიდებული, თუმცა მომხმარებელი ამ პირობებშიც გვსტუმრობს, დიდი ინტერესია.

ამ მხრივ საინტერესოა კორპორაციული კლიენტებისთვის შემუშავებული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც იმართება კომპანიებს შორის შეჯიბრებები, რასაც ხელს უწყობს ინფრასტრუქტურა - ჩქაროსნული ტრანსპორტი და გაშლილი სივრცე, თანდათან იხვეწება სერვისი და მთელი თბილისის მასშტაბით ძალიან პოპულარულია", - ამბობს მალხაზ მთვარელიშვილი.

სარბოლო ტრასა და კარტინგები აღჭურვილია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით, რათა მძღოლი და გარშემო მყოფი ადამიანები, სრულიად იყვნენ დაცულნი ყოველგვარი ინციდენტისგან.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, კარტინგის მანქანები შექმნილია თანამედროვე დიზაინით და უახლესი ტექნოლოგიებით. სარბენი ტრასის სიგრძე 1 კილომეტრია და მისი მოცულობა მომავალში კიდევ გაიზრდება. კომპანიაში ,კარტინგ ლილო" 7 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები