დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დასაქმებულთა 2%-ი 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს - PMCG

დასაქმებულთა 2%-ი 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს - PMCG

21-12-2023 12:17:00

2023 წლის ნოემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.4%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ PMCG-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერშია“ აღნიშნული. 

2023 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 17.7%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 23.2%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.0%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები