„დანკინის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო ფორუმზე - „“დანკინის“ სტრატეგიული გეგმები 2023“ - ზრდის დინამიური ტემპის, გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებისთვის უმაღლესი ჯილდოები მიიღო. შესაბამისად, „დანკინის“ საერთაშორისო რუკაზე საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც ლეგენდარული ამერიკული ბრენდის ქსელის სტრატეგიული განვითარება გამორჩეული ტემპებით და შედეგებით მიმდინარეობს.
„“დანკინი“ მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველდღიურად 5 მილიონ ადამიანს მასპინძლობს. შესაბამისად, ამ მსხვილ ოჯახში, „დანკინის“ საქართველოში განვითარების ტემპებისა და შედეგების საერთაშორისო აღიარება, ჩვენთვის განსაკუთრებულად საამაყოა და ღირებულია. განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსის მოპოვება, მოტივაციას გვაძლევს, რომ „დანკინის“ რესტორნების არებული ქსელი, რომელიც დღეისათვის 85 რესტორანს მოიცავს, კიდევ უფრო გავაფართოვოთ. „დანკინი“ საქართველოში საუკეთესო და გამორჩეულად მაღალი ხარისხის ყავისა და ყავის პროდუქტების რეალიზაციის სივრცეა, სადაც სტუმრობა დღის ნებისმიერ მონაკვეთშია სასიამოვნო. საქართველოს „დანკინის“ რესტორნებში ერთგული მომხმარებელი ყოველდღიურად უკვე 90 000-მდე ჭიქა ყავას მოიხმარს. შესაბამისად, „დანკინი“ ქვეყანაში ყავისა და ყავის პროდუქტების ყველაზე მსხვილი რეალიზატორია და ის ამ პოზიციებს უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიმყარებს“, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე.
სურსათის უვნებლობის სტანდარტებისთვის უმაღლესი ჯილდოს მიღების მიზეზი “დანკინის“ ცენტრალიზებული, მაღალტექნოლოგიური საწარმოა, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია წარმატებულად ფუნქციონირებს და ყოველდღიურად ახალი, 70-მდე სხვადასხვა სახეობის პროდუქტით ამარაგებს ამერიკული რესტორნების ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით. "დანკინის" ავტომატიზებული საწარმო ბოლო თაობის ფრანგული და გერმანული დანადგარებით არის აღჭურვილი და სურსათის უვნებლობის უმაღლეს სტანდარტებს უზრუნველყოფს.
„ჩვენი კომპანიისთვის სურსათის უვნებლობის სტანდარტების განუხრელი დაცვა, ბიზნესის კეთების ქვაკუთხედი და N:1 ამოცანაა. ამ პრინციპებს და მიდგომებს ჩვენს არასოდეს გადავუხვევთ“, აცხადებს „დანკინის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მშვილდაძე.
2020 წელს დანკინი 11.3 მილიარდ აშშ დოლარად „Inspire Brands Inc“ -მა შეისყიდა. “Inspire Brands Inc”-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 60 სხვადასხვა ქვეყანაში 33,000-მდე რესტორანს აერთიანებს, რომლებიც Arby’s-ის, Dunkin’ -ის, Baskin-Robbins-ის, Buffalo Wild Wings-ის, Jimmy John’s-ის, Rusty Taco-ს, and SONIC-ის ბრენდებით არის წარმოდგენილი. „Inspire Brands Inc“ -ს, მსოფლიოს მასშტაბით, სარესტორნო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია უკავია. „ვისოლ ჯგუფმა“ „დანკინთან“ ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა.
უახლესი
6 საათის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი8 საათის წინ
რომელი ქვეყნებიდან ახდენს საქართველო ზეთის იმპორტს8 საათის წინ
ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა9 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა