„თიგის სახლის“ დამფუძნებელი ნინო თიგიშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ეკოტურისტულ სივრცესთან მიმართებით ინტერესი დიდია და ამის გამო დახურული სივრცის მშენებლობა დაიწყეს და შედეგად სტუმრების მიღებას ყველა სეზონზე შეძლებენ.
„აქამდე გვქონდა ღია სივრცე, სადაც სტუმრებს მხოლოდ გაზაფხული-ზაფხულის -შემოდგომის სეზონზე ვიღებდით. მოვიპოვეთ UNDP-ის გრანტი და ვარემონტებთ 34 კვადრატული ფართის დახურულ სივრცეს, სადაც ჩატარდება სამზარეულოს მასტერკლასები, მივიღებთ სტუმრებს და პრივატულ მენიუს შევთავაზებთ. ამ სივრცეში ერთდროულად 16 ადამიანის მიღებაა შესაძლებელი და ჩვენი საქმიანობა აღარ იქნება სეზონური. “, - ამბობს ნინო თიგიშვილი.
ეკოტურისტულ კომპლექსს სტუმრობენ ადგილობრივები და უცხოელი ვიზიტორებიც.
„ბიზნესსაქმიანობა 2020 წელს დავიწყეთ. თავიდან, მცირე რაოდენობით ვაწარმოებდით სამი სახეობის მცენარეულ ჩაის. შემდეგ, დავამატეთ ჯემები და მურაბები და სხვა სახლური პროდუქტები, საწებლები და კომპოტები, რომელსაც ადგილზე, სოციალური ქსელით და პარტნიორ მაღაზიებში ვყიდით.
2022 წელს მოვიპოვეთ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო გრანტი, შემდეგ „აწარმოე საქართველოში“ გრანტი და ამ დაფინანსებით ჩამოვაყალიბეთ ეკოტურისტული სივრცე, სადაც სტუმრებს ერთდღიან ტურებს ვთავაზობთ.
უკვე ვახორციელებთ ბიზნესაქტივობებს. კერძოდ, ვიზიტორებს ვთავაზობთ ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასებსა და სადილს, შესაძლებელია ბრენდირებული პროდუქტისა და სუვენირების ადგილზე შეძენა, ტრადიციული დღესასწაულებისთვის მომზადება და აღნიშვნა, სასოფლო-სამეურნეო აქტივობებში მონაწილეობა, ჩაისთვის მცენარეებისა და სხვა ტყის პროდუქტების შეგროვება, საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა“, - ამბობს ნინო თიგიშვილი.
საოკუპაციო ხაზთან დუშეთის რაიონში, სოფელი ოძისში, თბილისიდან 42 კილომეტრის, ხოლო ცენტრალური ავტომაგისტრალიდან 15კილომეტრის დაშორებით, პირველი ეკოტურისტული სივრცე „თიგის სახლი“ ერთი წლის წინ გაიხსნა.
უახლესი
14 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI15 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა