დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Conde Nast Traveler მკითხველს შობა-ახალი წლის გატარებას საქართველოში ურჩევს

Conde Nast Traveler მკითხველს შობა-ახალი წლის გატარებას საქართველოში ურჩევს

21-12-2023 10:44:00

„მსოფლიოს 32 საუკეთესო ადგილი საშობაო არდადეგების გასატარებლად“- გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა Conde Nast Traveler    ევროპის, აზიისა და ამერიკის პოპულარულ მიმართულებებთან ერთად მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. „ვინაიდან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია იულიუსის კალენდარს იყენებს, საქართველოში შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავენ. თუმცა თბილისს საზეიმო განწყობა დეკემბრის დასაწყისიდან ეტყობა. საქართველოს დედაქალაქი მორთულია საახალწლო დეკორაციებით, ქალაქში მუსიკალური წარმოდგენები და საშობაო ბაზრობებია მოწყობილი, რაც ვიზიტორებს განსაკუთრებით იზიდავს.  თბილისში, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტი მორთულია კასკადური განათებით, რაც საახალწლო ნაძვის ხის მასიურ იმპროვიზებას წარმოადგენს“,-წერს გამოცემის ჟურნალისტი ქეითლინ მორტონი. Conde Nast Traveler-ის სტატიაში თბილისთან ერთად ლონდონში, ბერლინში, ბერნში, ედინბურგში, ბრიუგეში, კოპენჰაგენში, დუბაიში, ჰონგ-კონგში, ნიუ-იორკში, მონრეალსა და მსოფლიოს სხვა პოპულარულ ქალაქებში მიმდინარე საშობაო სამზადისია აღწერილი.

https://www.cntraveler.com/galleries/2015-12-08/copenhagen-to-quebec-14-cities-that-do-christmas-best?fbclid=IwAR1QqRFagKxr80GnFsc9NTPyW1Wy9OLJNxHicijkt6rVVNCfIbblUGA41Bg

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები