კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და მომავალი სტარტაპერებისთვის სემინარი „ჩვევების გამომუშავება მომხმარებელში" ჩატარდა, რომელიც ბიზნესების მიერ, მომხმარებლებში ამა თუ იმ პროდუქტის მეშვეობით ჩვევების გამომუშავების მეთოდებს ეხებოდა. შეხვედრას „Neuron UX"-ის უფროსიUX დიზაინერი, ირაკლი ჭრელაშვილი უძღვებოდა.
სემინარზე განხილული იყო ჩვევები, მათი სარგებელი ბიზნესისთვის, ასევე, სტრატეგიები, რომლებსაც ბიზნესები თავიანთ მომხმარებლებში ჩვევების გამომუშავებისთვის იყენებენ და მათი ეთიკურობა. გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა პროდუქტის მაგალითზე დაყრდნობით, ჩვევების გამომუშავების მეთოდებს და ტრენერთან ერთად, იმსჯელეს თუ როგორ შეუძლიათ თავიანთ ბიზნეს იდეებში აღნიშნულის გამოყენება და რა სარგებელს მოუტანს ეს როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებელს.
შეგახსენებთ, რომ სტარტაპერების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, მედიალაბი უკვე მეხუთე წელია, სრულიად უფასოდ, მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს ატარებს.
უახლესი
11 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა12 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება $100,000-ს უახლოვდება