დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Coca-Cola-მ Microsoft-თან ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე 1,1 მლრდ დოლარის ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

Coca-Cola-მ Microsoft-თან ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე 1,1 მლრდ დოლარის ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

29-04-2024 19:00:00

კომპანია Coca-Cola-მ Microsoft-თან 1,1  მლრდ დოლარის ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც Coca-Cola-ს სისტემებში Microsoft-ის სერვისების და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას მოიცავს.

შეთანხმების თანახმად, Microsoft და Coca-Cola, Azure OpenAI-თან „ერთობლივ ექსპერიმენტებს ჩაატარებენ“.

საუბარია Microsoft-ისა და OpenAI-ის მიერ მხარდაჭერილ პლატფორმაზე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შექმნან ჩატბოტები და სხვა ხელოვნური ინტელექტის პროგრამები.

ისინი მუშაობენ Microsoft Azure -ს ღრუბლოვან გამოთვლების მომსახურებაზე. 

2020 წელს Coca-Cola-მ უკვე გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი Microsoft-თან, მაგრამ იმ დროისთვის ეს იყო დაახლოებით $250 მილიონიანი კონტრაქტი, რის შედეგადაც სასმელების მწარმოებელმა მიიღო Microsoft Cloud-ისა და ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შესაძლებლობა.

მანამდე, Microsoft-მა განაცხადა, რომ ორი წლის განმავლობაში 2,9 მილიარდ დოლარს ჩადებდა იაპონიაში ღრუბლოვანი და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გაფართოებისთვის.

გასული წლის შემოდგომაზე Coca-Cola-მ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გამოუშვა შეზღუდული რაოდენობის სასმელი „მომავლის გემოთი“.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები