დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი სამიზნე ბაზარია ევროკავშირი და გალფის ქვეყნები - „მკისა“ ნუშის ექსპორტისთვის ემზადება

ჩვენი სამიზნე ბაზარია ევროკავშირი და გალფის ქვეყნები - „მკისა“ ნუშის ექსპორტისთვის ემზადება

01-12-2023 12:00:00

კომპანია „მკისა“, რომელიც ბოლნისის რეგიონში 40 ჰექტარ ნუშის ბაღებს ფლობს და წელს პირველი მოსავალი მიიღო, ექსპორტისთვის ემზადება.

„კომპანიამ დაიწყო ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე ოპერირება.ჩვენი სამიზნე ბაზრები არის ევროკავშირი და გალფის რეგიონი. გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები ორივე რეგიონთან, რამდენიმე ბიზნეს-პარტნიორთან და ძალიან მალე დავიწყებთ ექსპორტს“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის კომერციულმა დირექტორმა გიორგი გუდაბანძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთან თავისუფალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ბიზნესისთვის საინტერესო გახდა არაბთა გაერთიანებული საამიროები.

„როდესაც ვახსენე გალფის ქვეყნები, ექსპორტისთვის საინტერესოა არაბთა გაერთიანებული საამიროები. უშუალოდ ამ მიმართულებებითაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რამდენიმე პოტენციურ მყიდველთან. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არის ერთ-ერთ მთავარი მოტივატორი, როცა განვიხილავთ ბაზრების დივერსიფიცირებას და ვაფასებთ ჩვენს კომერციულ შესაძლებლობებს ამა თუ იმ ქვეყანაში“, - ამბობს გიორგი გუდაბანძე.

ამასთან, კომპანიის კომერციული დირექტორი ამბობს, რომ გეგმავენ ასევე საცალო გაყიდვების განვითარებას.

„კერძოდ, გასაყიდად გამოვიტანოთ ნუში როგორც მშრალი ხემსი. იგივე კონცეფცია მოქმედებს ადგილობრივ ბაზარზე და რამდენიმე ადგილას ჩვენს პროდუქციას უახლოეს კვირებში იხილავს მომხმარებელი“, - ამბობს კომპანიის კომერციული დირექტორი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები