დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია გურიის ეროვნული პარკი შეიქმნება

ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია გურიის ეროვნული პარკი შეიქმნება

25-12-2023 16:14:00

ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია გურიის ეროვნული პარკი შეიქმნება. აღნიშნულ საკითხზე დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. ახალი ეროვნული პარკის შექმნისთვის მთავრობამ „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტი უკვე განიხილა და დაამტკიცა კიდევ. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა გურიის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიის გურიის ეროვნული პარკის შექმნას გულისხმობს, რომელიც 15 310 ჰა ფართობზე იქნება გადაიმული.

უნიკალური ბუნებრივი ძეგლების დაცვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ამავდროულად ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები