დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჩირიფრუტი“ ასორტიმენტს აფართოებს და ექსპორტზე გასვლას გეგმავს

„ჩირიფრუტი“ ასორტიმენტს აფართოებს და ექსპორტზე გასვლას გეგმავს

13-05-2024 12:00:00

ქართული ტკბილეულის მწარმოებელი „ჩირიფრუტი“ ასორტიმენტს აფართოებს. როგორც Business Insideer Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა სოფო ჯიქიამ განუცხადა, მიმდინარე სეზონზე, მათი კომპანიის ნაწარმის ასორტიმენტს ფორთოხალი შოკოლადში და ფინიკი თხილით დაემატება.

„ამ დროისთვის 80-მდე დასახელების ტკბილეულს ვაწარმოებთ და ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. ჯერ-ჯერობით ექსპორტზე პროდუქცია არ გაგვიტანია. ამ დროისთვის პროდუქციას ვყიდით თბილისის მოლებში „ჩირიფრუტის“ კუნძულებზე და Duty Free-ში ვართ წარმოდგენილი“, - ამბობს სოფო ჯიქია.

„ჩირიფრუტი“ ექსპორტზე საწარმოო სიმძლავრის გაზრდის შემდეგ გავა.

„ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ განვავითარებთ საექსპორტო მიმართულებას. პროექტის განხორციელებაში დაახლოებით 0,6 მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ“, - ამბობს სოფო ჯიქია.

ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის რემონტი და ტექნიკური გადაიარაღება. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, „ჩირიფრუტის“ წარმადობა ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ 5-ჯერ გაიზრდება.

ამ დროისთვის კომპანია წელიწადში 30 ტონა ტკბილეულს აწარმოებს.

„ჩირიფრუტი“ ქართული ტკბილეულის კომპანიაა, რომელიც 2014 წელს სამმა დამ დააარსა. ბრენდი აერთიანებს 80-მდე სახეობის ტკბილეულს, რომელიც მზადდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ნებისმიერი დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. ჩურჩხელა, ჩირი, მენდიანტი,  შოკოლადის ბურთულები,  ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები