2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლის ამ მონაკვეთში ქვეყანაში 27 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ჩინური მანქანების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 111%-ით მეტია. ამის მიზეზად სფეროს სპეციალისტები ძირითადად ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას ასახელებენ. თუმცა გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალ კომპანია Tegeta Cars-ში განმარტავენ, რომ ჩინური ავტომობილების პოპულარიზაცია არა მარტო საქართველოში, არამედ თითქმის მთელ მსოფლიოში აშკარაა, რაც სტატისტიკური მაჩვენებლებითაც დასტურდება. უკანასკნელი 7-8 წლის განმავლობაში ჩინური საავტომობილო კომპანიების ნაწილმა წარმოების პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. შეცვალა და გააუმჯობესა ტექნოლოგიები, უსაფრთხოების სისტემები, ინტერიერში დაიწყო ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენება. შედეგად პროდუქციის ხარისხით ჩინური წარმოება კორეას, იაპონიასა და, რიგ შემთხვევებში, გერმანიასაც კი გაუთანაბრდა. ამას ემატება კონკურენტული ფასი. სწორედ ამ კომპონენტების ერთობლიობამ განაპირობა საერთაშორისო ბაზრებზე ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა.
გაგა კოხრეიძე, მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცრის მოადგილე: „ჩინურმა ბრენდებმა მჭიდრო პარტნიორობა დაიწყეს გერმანულ და იაპონურ ავტომწარმოებლებთან. შეისწავლეს მათი წარმოების მეთოდები, აითვისეს უკვე გამოცდილი კომპანიების ტექნოლოგიები და მსოფლიოს სრულიად განსხვავებულიპროდუქცია შესთავაზეს. ამასთანავე, უშუალოდ ადგილობრივ ბაზარზე არსებული დიდიკონკურენცია კონკრეტულ მწარმოებლებს უბიძგებს, მუდმივად იზრუნონ ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე, დახვეწონ დიზაინი, უსაფრთხოებისა და დაკიდების სისტემა თუ ელექტრობატარეა. შედეგად, გაჩნდა მოთხოვნა როგორც საცალო მომხმარებლების, ისე კომპანიების მხრიდან, შეიძინონ ბიუჯეტური, მაგრამ მაღალიხარისხის ავტომობილები. გადაწყვეტილება პრაქტიკულია, რასაც ექსპლოატაციის დროსდანახარჯების შემცირებაც ემატება. განსაკუთრებული აქცენტი ელექტრომობილებზეა, რადგან ბატარეებზე მაღალი ხელმისაწვდომობის გამო, მათი წარმოება ჩინეთს იაფიუჯდება. მაგალითისათვის, ერთი და იმავე სიმძლავრის ბატარეით აღჭურვილი გერმანული ავტომობილი, ჩინურთან შედარებით, 2-ჯერ ან 3-ჯერ ძვირია“.
ჩამოთვლილ უპირატესობებთან ერთად, ჩინურ მწარმოებლებზე საუბრისას, დიდია რისკის შემცველი ფაქტორებიც. პირველ რიგში, ეს არის გაჯერებული ადგილობრივი (ჩინური) ბაზარი, სადაც დღეისათვის 100-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი. მათი უმეტესობა ევროპულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შედეგად კი ვერ უძლებს კონკურენციას და იხურება. ფუნქციონირებას განაგრძობს მხოლოდ ის, რომლის უკანაც სანდო და გამოცდილი ბრენდი დგას. ასევე მნიშვნელოვანია, ბრენდს ამა თუ იმ ქვეყანაში ოფიციალური წარმომადგენლობა ჰყავდეს, რომელიც პრობლემის დადგომის შემთხვევაში პასუხისმგებლობას აიღებს. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ ცალკეული ინდივიდების მიერ შემოყვანილი ავტომობილები არა ევროპული, არამედ ჩინური ბაზრისთვის არის განკუთვნილი და სტანდარტიც შესაბამისია. ამ კონტექსტში Tegeta Cars-ში კიდევ ერთ საყურადღებო გარემოებაზე მიუთითებენ.
„გარკვეული საფრთხეები მართლაც არის და მომხმარებლის სკეპტიციზმიც ჩინურ ავტომობილებთან დაკავშირებით ნაწილობრივ ლოგიკურია. თუმცა არსებობს მთელი რიგი კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდობლობის ფაქტორები აღარ რჩება და მომხმარებელი ყიდულობს ხარისხიან ავტომობილს ხელმისაწვდომ ფასად.
მოკვლევის პროცესში, უპირველესად, ვარკვევთ დედა კომპანიას, რომლის შემადგენლობაშიც შედის კონკრეტული ბრენდი. ასევე უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების საერთაშორისო ლაბორატორიის (NKP) ტესტირების გავლა. შემოწმება ევროპული სტანდარტით მიმდინარეობს და ისეთ მახასიათებლებს ითვალისწინებს, როგორიც, პირველ რიგში, უსაფრთხოებაა. სათანადო შემოწმების შემდეგ კომპანია ხუთვარსკვლავიანი სისტემით ფასდება. ხუთი ვარსკვლავი აქვს Mercedes-სს, BMW-სა და მათთან ერთად ჩინური წარმოების Geely-სა და Zeekr-საც. სხვა შემთხვევაში ბრენდი ევროპულ ბაზარზე ვერ მოხვდება.
მაგალითად, Zeekr, რომლის პირველი მოდელიც 2021 წელს გაიყიდა, თავისი შოურუმით გვხვდება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა გერმანია, ჰოლანდია, შვედეთი, საფრანგეთი, აზიის არაერთი ქვეყანა და სამხრეთი ამერიკა. თუმცა ევროპა არის თამასა ყველა ავტომწარმოებლისთვის როგორც გამონაბოლქვის სტანდარტებით, ისე სერტიფიცირებით. თუ ბრენდი ევროპაში წარმატებულია, ეს ნიშნავს, რომ მას ყველაზე უსაფრთხო, ეკომეგობრული და ხარისხიანი ავტომობილები ჰყავს წარმოებაში“,- ამბობს გაგა კოხრეიძე.
ევროპის წამყვან ქვეყნებთან ერთად, ჩინური წარმოების Geely და Zeekr საქართველოშიც არის წარმოდგენილი. მისი ოფიციალური იმპორტიორი Tegeta Cars-ია. Geely Auto ავტოგიგანტის, Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდია.
Geely Holding უმსხვილეს ავტომწარმოებლებს შორის ჩინეთში მეშვიდე ადგილს იკავებს და მსოფლიო ბაზარზე უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. ამასთანავე, ის შვედური Volvo-ს მფლობელია. სწორედ სკანდინავიური ხარისხითა და მაღალი ტექნოლოგიების საფუძველზე შეიქმნა Geely-ს ბრენდის შიგაწვისძრავიანი ავტომობილებიც.
ამავე ჰოლდინგშია პრემიუმ ხარისხის, ტექნოლოგიურად განვითარებული ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr-ის ბრენდი, რომელიც ელექტრომობილებს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის.
„Geely-ს გაყიდვები ერთი წლის წინ დავიწყეთ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თეგეტასთან პარტნიორობით მყარად დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე. ინოვაციურ-ტექნიკური უპირატესობებისა და კონკურენტული ფასის გათვალისწინებით ინტერესი დიდია, მაღალია ნდობის ხარისხიც და გაყიდვები ყოველთვიურად იზრდება. ფართო სამოდელო რიგთან ერთად, ჩვენი მომხმარებელი იღებს ოთხწლიან ქარხნულ გარანტიას. ასევე გვაქვს ოფიციალური სერვისი, სადაც Geely-ს მიერ მოწოდებული თანამედროვე დანადგარებით სერტიფიცირებული მექანიკოსები მუშაობენ.
ძალიან მოკლე პერიოდში მოიპოვა ნდობა Zeekr-მაც. ეს არის პირველი სრულად ელექტრული ბრენდი, რომელიც ოფიციალურად არის წარმოდგენილი საქართველოში. მისი მთავარი უპირატესობა, სხვა ელექტრომობილებისგან განსხვავებით, გამძლე ბატარეაა, რასაც ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში, ცხადია, გადამწყვეტი დატვირთვა აქვს“,- ამბობს გაგა კოხრეიძე.
Tegeta Cars-ის პორტფელში შემავალი Geely Sakartvelo მომხმარებელს უკვე ახალ შოურუმში მასპინძლობს. აღმაშენებლის ხეივნის №152-ში მდებარე კომპლექსში ერთი ვიზიტით ყველა საჭირო მომსახურებისა და სრული საავტომობილო სერვისის მიღებაა შესაძლებელი.
ასევე აღმაშენებლის ხეივნის №137-ში, პოპ-აპ შოურუმშია განთავსებული ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენლობა Zeekr Sakartvelo. ახალი შოურუმის მშენებლობას კი Tegeta Cars 2025 წლის გაზაფხულზე გეგმავს.
--
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, Polaris, Indian, - კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.
უახლესი
7 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე9 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს9 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა