დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინურ ავიაკომპანიებთან ამ ქვეყნის პროვინციებიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - მარიამ ქვრივიშვილი

ჩინურ ავიაკომპანიებთან ამ ქვეყნის პროვინციებიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - მარიამ ქვრივიშვილი

02-03-2024 18:20:00

საქართველოს საავიაციო ხელისუფლება ახალი მიმართულებების და სიხშირეების დამატებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც China Southern Airlines-სთან ისე სხვა ჩინურ ავიაგადამზიდავებთან. როგორ Business Insider Georgia-სთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რაც უფრო მეტი პირდაპირი რეისი იქნება ორ ქვეყანას შორის, საქართველოში უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვა. 

„ჩინეთის მიმართულებით სიხშირეების ზრდაზე ვესაუბრებით პარტნიორ ავიაკომპანიას. თუმცა იმავდროულად ვესაუბრებით სხვა ჩინურ ავიაკომპანიებს, რათა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტს ჰქონდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციასთან და ცენტრალურ აეროპორტებთან.

ეს ყველაფერი ბუნებრივია, მოემსახურება მთავარ ღირებულებას, რომ გვექნება მეტი საჰაერო ფრენა ჩინეთთან და მეტი სიხშირეები. გვექნება ასევე გაზრდილი გამტარუნარიანობა. ჩამოვა ქვეყანაში მეტი ტურისტი, რომელიც დახარჯავს მეტ ფულს. და ჩვენ ამით გავაძლიერებთ ტურისტულ ვიზიტებსაც და რაც მნიშვნელოვანია ტურიზმიდან ქვეყანაში მეტი შემოსავალი შემოვა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 


მსგავსი სიახლეები