ჩინელი ტურისტები ერთ-ერთი მაღალი მხარჯველობითი უნარით გამოირჩევიან - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა Business Insider Georgia-ს კითხვის (რა მოლოდინი აქვს საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ ტურიზმის სექტორში), პასუხად განაცხადა.
„ჩვენ რამდენიმე მიმართულებით გვაქვს უპირატესობა ტურიზმში და პროდუქტები საქართველოდან შეიძლება განსხვავდებოდეს სხვა ქვეყნებისგან. ამაზე მუდმივად მიდის მუშაობა, თუმცა რაც გვაქვს ეს არ ნიშნავს იმასა, რომ ჩვენ ამით დავკმაყოფილდებით. მიდის მუდმივად მუშაობა ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე და ჩვენ არა მხოლოდ ქვეყნის პოპულარიზაციაზე ვმუშაობთ, არამედ ტურიზმის ადმინისტრაცია 2024 წლის გეგმით საკმაოდ ამბიციურად წარმოდგენილი, რომ მეტი აქცენტი გაკეთდეს ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე, კერძო სექტორთან ერთად“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ჩინელი ტურისტების მოზიდვაზე, ბევრი წარმატებული ქვეყანა მუშაობს. „ჩინეთი ყველა ტურისტული ინდუსტრიისთვის საინტერესო ბაზარია. ჩვენ ვიმუშავებთ, რომ მეტი შედეგი იყოს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია