დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტა “ბაკურიანი 2025” გადმომეცა - სპიროს კაპრალოსი

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტა “ბაკურიანი 2025” გადმომეცა - სპიროს კაპრალოსი

09-02-2025 19:02:00

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ "ბაკურიანი 2025“-ის თემატიკაზე შექმნილი ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტა გადმომეცა. მიხარია, რომ საქართველო მასპინძლობს ძალიან მნიშვნელოვან ტურნირს,  ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს , რომლის ფარგლებშიც საქართველოს 2 000 სტუმარზე მეტი და 1000-მდე სპორტსმენი ესტუმრება. წინ საინტერესო შეჯიბრებები გველის", -,განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა, ეროვნულმა ბანკის „ბაკურიანი 2025“ თემაზე შექმნილი ვერცხლის საკოლექციო მონეტის პრეზენტაციაზე.

 

 

ღონისძიების ფარგლებში ნათია თურნავამ ვერცხლის მონეტები ასევწ გადასცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, 2010 წელს ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად გარდაცვლილი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის მამას და ტრამპლინიდან ხტომაში ვეტერანი სპორტსმენის კობა წაქაძის შვილს.

 

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – „ბაკურიანი 2025“ ოფიციალურად დღეს იხსნება. ფესტივალი 9-დან 16 თებერვლამდე გაგრძელდება.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები