საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა გადაცემაში „ნოესთან“ მის მიერ განვლილ გზაზე ისაუბრა და ბავშვობის ოცნებები და ფიქრები გაიხსენა. მისი თქმით, ვერც ერთ სიზმარსა თუ ოცნებაში ვერ წარმოიდგენდა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ შედეგებს.
„როდესაც უკვე რაღაც ასაკში შედიხარ, ფაქტობრივი გარემოებაა ისეთი, რომ რეალობას თვალი უნდა გაუსწორო. როცა ბავშვი ხარ ოცნებობ, რომელ გუნდში გინდა თამაში, პლაკატებს გააკრავ კედლებზე, ქომაგობ გუნდებს და ოცნებობ, თუ რომელ გუნდში რა პოზიციაზე ითამაშებ.
მე ჩემს ძალიან ღრმა სიზმრებში შესაძლოა ვოცნებობდი იმაზე, რომ ამ წლების კომპენსაცია იქნებოდა, თუ ერთ თამაშს მაინც ჩავატარებდი რაიმე განსაკუთრებულ მატჩში, თუმცა ჩემს ღრმა ფიქრებსა და სიზმრებშიც კი ვერასდროს წარმოვიდგენდი იმას, რომ ეს იქნებოდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს იქნებოდა მერვედფინალში. ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა ჩემთვის“, - აღნიშნა გიორგი გველესიანმა.
უახლესი
4 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი