გადამზიდავი კომპანია Boxette Georgia, რომელიც ბაზარზე ამანათების გადაზიდვის რეკორდულად სწრაფი სერვისით გამოირჩევა, საკუთარ მომხმარებლებს მორიგ სიახლეს სთავაზობს.
უნიკალური შეთავაზების მიხედვით, თუ Boxette-ით აშშ-დან გამოწერილი ამანათი გამოგზავნიდან 4-7 დღეში არ ჩამოვა, მაშინ თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, მომხმარებელს გადაზიდვის საფასური 2%-ით შეუმცირდება.
როგორც Business Insider Georgia-ს Boxette Georgia-ს დირექტორმა სოსო ჩხიკვაძემ განუცხადა, კომპანიის მხრიდან მსგავსი ტიპის შეთავაზება არის არა მარკეტინგული სვლა, არამედ პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე.
„მიზნობრიობა ამ ყველაფრის არის ის, რომ ჩვენს მიერ გაცხადებული ვადა, რომელიც არის ტრანსპორტირებისთვის 4-დან 7 დღემდე და ამ ვადაში შედის ასევე საქართველოში საბაჟო პროცედურების და ჩვენივე საწყობის მომსახურების პროცესების დასრულება, ხშირ შემთხვევაში დაუჯერებელ ვადებთან ასოცირდება. იმიტომ, რომ ძალიან სწრაფია. გვინდა, რომ ამ განაცხადში უფრო მეტი პასუხისმგებლობაც ავიღოთ და ვთქვათ, რომ ამ ვადას მარკეტინგული დანიშნულებით არ ვიყენებთ და რომ რეალურად ამ დროში ჩამოდის ამანათი - და თუ ეს ასე არ მოხდება, რაც თეორიულად დასაშვებია ლოგისტიკის ინდუსტრიაში, რომ გარემო ფაქტორებმა იქონიოს გავლენა პროცესებზე და გამოიწვის გარკვეული გადაცდენა ერთდღიანი, თუ ორდღიანი - ამ შემთხვევაში კომპანია წინასწარ შეთანხმებულ პასუხისმგებლობას იღებს და რაც ჩვენს მომხმარებლებთან გარკვეულ სანდოობაში ითარგმნება“, - აცხადებს სოსო ჩხიკვაძე.
Boxette ქართული წარმოშობის საერთაშორისო ლოგისტიკური ბიზნეს ჯგუფია, რომელსაც გააჩნია ოფისები საქართველოში, უკრაინაში, უზბეკეთში, ამერიკაში, ჩინეთსა და თურქეთში.
უახლესი
1 დღის წინ
აქტიურად ვმუშაობთ ექსპორტზე - Carpeteria