დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) თანადაფინანსებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა - განახლდა ბორჯომ-ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრის ეზო და განათების სისტემა, ჩატარდა ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები და ცენტრის შენობის ფასადის რეაბილიტაცია.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია საქართველოში, რომელიც ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა. დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად ზრუნავს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარებაზე როგორც ბუნების დაცვის, ისე ეკოტურისტული მიმართულებით.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა