არ აქვს მნიშვნელობა, სტარტაპს ქმნით თუ მრავალწლიანი ისტორიის მქონე კომპანიას მართავთ - როცა საქმე ბიზნესის ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას ეხება, მოქნილობა და სიმარტივე ყველასთვის პრიორიტეტი ხდება. ბიზნესები ყოველდღიურად სხვადასხვა ოპერაციას ახორციელებენ - ასრულებენ გადარიცხვებს, ფარავენ კომუნალურ გადასახადებს, ამოწმებენ საკრედიტო შესაძლებლობებს და ა.შ. ეს ყველაფერი და კიდევ სხვა მრავალი შესაძლებლობა საქართველოს ბანკის ინტერნეტ და მობილბანკში ერთიანდება, ამიერიდან კი ამ ოპერაციების შესრულება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება, რადგან ბანკმა კომპანიებისთვის ახალი პროდუქტი, ბიზნეს ნაკრები შექმნა.
რა არის ბიზნეს ნაკრები?
ბიზნეს ნაკრები საქმიანობისთვის საჭირო პროდუქტების, სერვისებისა და შეთავაზებების ერთობლიობაა. ერთი საკომისიოს ქვეშ, ნაკრებში ერთიანდება განაღდების ლიმიტები, გადახდები და გადარიცხვები, ციფრული თუ პლასტიკური ბარათების ღირებულებები და სხვა მრავალი საბანკო სერვისი თუ პროდუქტი.
ბიზნესების ზომებისა და საჭიროებების მიხედვით, საქართველოს ბანკმა სასტარტო, S, M და L ნაკრებები შექმნა.
თუ თქვენი ბიზნესი ჯერ განვითარების საწყის ეტაპზეა, შეგიძლიათ სასტარტო ნაკრებით ისარგებლოთ, თანაც - 6 თვის განმავლობაში უფასოდ. ამ ნაკრებში ერთიანდება ისეთი სერვისები, როგორებიცაა: კომუნალურები საკომისიოს გარეშე, განაღდების მაღალი ლიმიტი, უფასო ტერმინალი 3 თვის განმავლობაში, ვალუტის სპეციალური გაცვლითი კურსი. დამატებით, სასტარტო ნაკრები თქვენი ბიზნესის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ შეთავაზებებსაც გთავაზობთ, როგორებიცაა:
თუკი თქვენს ბიზნესს მეტად მრავალფეროვანი საჭიროებები აქვს, შეგიძლიათ ნაკრები M-ით ისარგებლოთ. იგი შეღავათიან ტარიფებს, პროდუქტსა და განაღდების მაღალ ლიმიტებს და სხვა უპირატესობებს აერთიანებს. M ნაკრებით თქვენთვის და თქვენი თანამშრომლებისთვის 2 ციფრული და 2 პლასტიკური ბარათის მოთხოვნა შეგიძლიათ, საკომისიოს გარეშე დაფარავთ 10 კომუნალურ გადასახადს, ამასთან, ეროვნულ ვალუტასა და საერთაშორისო გადარიცხვებზე დაბალი საკომისიო იმოქმედებს. რაც მთავარია, შეთავაზებები, რომლებიც საქართველოს ბანკმა თქვენთვის მოამზადა, მაგალითად, 50 %-მდე ფასდაკლება ბუღალტრულ და საგადასახადო სერვისებზე, ბიზნესისთვის განვითარებისთვის საჭირო ყველა მიმართულებას მოიცავს.
თუკი თქვენი საქმიანობა კიდევ უფრო მეტ ყოველდღიურ ტრანზაქციას თუ თანხის განაღდების გაზრდილ ლიმიტს მოითხოვს, შეგიძლიათ ნაკრები L-ით ისარგებლოთ. L ნაკრებით ბანკომატიდან განაღდების დღიური ლიმიტი 50,000₾-მდეა, ბანკომატიდან თვეში 30,000₾-მდე განაღდებას უფასოდ შეძლებთ, ასევე ისარგებლებთ ფასდაკლებებით ლარის გადარიცხვებზე და ვალუტის სპეცალური გაცვლითი კურსით.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ნაკრების გააქტიურების შემთხვევაში, წვდომას მიიღებთ ბიზნეს მენეჯერის პლატფორმაზე. თუ ჯერ კიდევ არ გსმენიათ ბიზნეს მენეჯერის შესახებ, გეტყვით, რომ ის ერთიანი პლატფორმაა, საიდანაც თქვენს ბიზნესს 1 400 000 ადამიანს გააცნობთ. ბიზნეს მენეჯერი გადახდების მენეჯერს, ADS მენეჯერსა და API მენეჯერს აერთიანებს.
ნაკრებებში შემავალი სერვისების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ნაკრების გასააქტიურებლად ეწვიეთ ბმულს.
ბიზნეს ნაკრების გააქტიურება ბიზნეს მობილბანკიდან და ბიზნეს ინტერნეტბანკიდან მარტივადაა შესაძლებელი. ამავე პლატფორმებიდან შესაძლებელია ნაკრების შეცვლა და განახლებაც.
უახლესი