2024 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 35.1 პროცენტი მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილზეა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 33.7 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა - 7.0 პროცენტიანი წილით, დამამუშავებელი მრეწველობა - 6.9 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.6 პროცენტიანი წილით, ხოლო 12.7 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.
2024 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს მშენებლობა (20.5 პროცენტი) და ვაჭრობა (18.6 პროცენტი), შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა (17.6 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.8 პროცენტიანი წილი უჭირავს
2024 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 28.5, 11.3 და 9.2 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.6 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.2 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (6.2 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.3 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 23.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია.
უახლესი