დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიტკოინის ფასმა 2021 წლის შემდეგ $50 ათასს პირველად გადააჭარბა

ბიტკოინის ფასმა 2021 წლის შემდეგ $50 ათასს პირველად გადააჭარბა

13-02-2024 10:26:00

ბიტკოინის ფასი სავაჭრო სესიაზე 3,83%-ით გაიზარდა და 50,062 ათასი დოლარი შეადგინა.

ამას მოწმობს Coindesk პლატფორმის მონაცემები.  თბილისის დროით 21:19 საათზე.

თბილისის დროით 21:27 საათისთვის ბიტკოინმა შეანელა ზრდა $49,7258 ათასამდე (+3,49%). ბოლოს ბიტკოინის ფასმა 50 ათას დოლარს გადააჭარბა 2021 წლის 27 დეკემბერს.

მას შემდეგ, რაც 2021 წლის ნოემბერში Bitcoin-ის ფასმა 69 ათას დოლარზე მეტს მიაღწია, კრიპტოვალუტა იმავე წლის ბოლოს დაეცა და ვარდნა 2022 წლის განმავლობაში განაგრძო და 2023 წლის დასაწყისში დაახლოებით 16,6 ათასი დოლარის ნიშნულამდე დაეცა.

იგივე თემაზე: 

მსოფლიოში მხოლოდ ექვსი ბიტკოინ-მილიარდერია

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები